დღეს ვისწავლეთ გუგლ-დრაივში შესვლა და დავალებების განთავსება.ასევე გავეცანით ვირტუალური დისკის შექმნას და საქაღალდეების ატვირთვას.
Sunday, May 29, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ გუგლ-დრაივში შესვლა და დავალებების განთავსება.ასევე გავეცანით ვირტუალური დისკის შექმნას და საქაღალდეების ატვირთვას.
მეხუთე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები,მივიღეთ შენიშვნები რჩევები ტრენერისგან.ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე გავიხსენეთ სქემები და დიაგრამები.გავეცანით საავტორო ყფლებების დაცვას. მივიღეთ დავალება.
Friday, May 27, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა,გავიგეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დანიშნულება და შევიმუშავეთ ისინი.გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს,მივეცით ერთმანეთს რჩევები.დავალებად გვაქვს შევქმნათ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
- ზოგადი კითხვა:რა სარგებლობა აქვს სამკურნალო მცენარეებს
- თემატური კითხვები:რომელ სამკურნალო მცენარეებს იცნობთ? როდის არის მათი შეგროვება მიზანშეწონილი და რატომ? რა სიძნელეები ახლავს სამკურნალო მცენარეების შეგროვებას?
- შინაარსობრივი კითხვები:მეტყველების რომელ ნაწილებს გამოიყენებთ სამკურნალო მცენარეების აღსაწერად? რა დონის ლექსიკური მარაგია საჭირო? მნიშვნელოვანია თუ არა სამკურნალო მცენარეების პოპულარიზაცია და რა დახმარებას გაგიწევთ ინგლისური ენის ცოდნა?
მესამე დღის რეფლექსია
დღეს მოვიძიეთ ჩვენი საგნობრივი სტანდარტი და ტრენერის დახმარებით ჩავსვით გეგმის შაბლონში.ვიმუშავეთ პროექტის მიზნებზე.ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება და ერთმანეთისთვის გაგზავნა .მივიღეთ საშინაო დავალება.
Thursday, May 12, 2016
სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
1.თემისა და კვლევის გეგმის ჩამოყალიბებას.
2.ინგლისური ენის გამოყენებას და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას პროექტის მიმდინარეობისას.
3.ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტ საიტებიდან სამკურნალო მცენარეების შესახებ.
4.ელეკტრონული ენციკლოპედიის დამოუკიდებლად გამოყენებას.
5.ინფორმაციის გაანალიზებას,შეფასებას და ორგანიზებას
Monday, May 9, 2016
პროექტის იდეა
მრავალფეროვანია ბუნება.მეცნიერთა მიზანია შეისწავლონ ბუნება,გამოიკვლიონ და გამოიყენონ ადამიანთა სასარგებლოდ.
მაღალმთიან სოფელ თეთრწყლებში მრავლადაა სამკურნალო მცენარეები.მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ცოდნა.ამ საკითხის საფუძვლიანად შესასწავლად ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას სამკურნალო მცენარეების შესახებ ინტერნეტის ინგლისურენოვანი საიტებიდან.ჩაატარებენ კვლევას.ასევე გამოკითხვას გამოცდილ ადამიანებთან.გააკეთებენ შედარებას,გაანალიზებენ ყველაფერს,გამართავენ დისკუსიას,იმსჯელებენ,გამოიტანენ დასკვნებს. ამ მასალებს წარმოადგენენ ვიზუალურად,დაამზადებენ ბროშურებს და მოაწყობენ პრეზენტაციას.

Subscribe to:
Posts (Atom)