Monday, June 13, 2016

მეცხრე დღის რელექსია


დღევანდელი დღე იყო აქტიური,საინტერესო და დატვირთული.ტრენერმა შეამოწმა ჩვენი პორტფოლიოები და მოგვცა რჩევები.შემდეგ ყველამ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები.ვიმსჯელეთ და დავსვით კითხვები მივიღეთ ერთმანეთისგან როგორც დადებითი ასევე კრიტიკული რჩევები.ასევე რეკომენდაციები ტრენერისგან.ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ შემდგომში.

Monday, June 6, 2016

მერვე დღის რეფლექსია


დღევანდელი დღე საინტერესო იყო. დავასრულეთ შეფასების რუბრიკაზე მუშაობა. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდის ჩამატება,ასევე განვათავსეთ ჩვენი ელექტრონული პორტფოლიო Drive-ზე და გავასაჯაროვეთ  ბლოგზე.ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის შაბლონზე.დღე საკმაოდ აქტიურად წარიმართა.

Sunday, May 29, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია


დღეს ვისწავლეთ გუგლ-დრაივში შესვლა და დავალებების განთავსება.ასევე გავეცანით ვირტუალური დისკის შექმნას და საქაღალდეების ატვირთვას.

მეხუთე დღის რეფლექსია

     
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები,მივიღეთ შენიშვნები რჩევები ტრენერისგან.ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე გავიხსენეთ სქემები და დიაგრამები.გავეცანით საავტორო ყფლებების დაცვას. მივიღეთ დავალება.





Friday, May 27, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა,გავიგეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დანიშნულება და შევიმუშავეთ ისინი.გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს,მივეცით ერთმანეთს რჩევები.დავალებად გვაქვს შევქმნათ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  1. ზოგადი კითხვა:რა სარგებლობა აქვს სამკურნალო მცენარეებს
  2. თემატური კითხვები:რომელ სამკურნალო მცენარეებს იცნობთ? როდის არის მათი შეგროვება მიზანშეწონილი და რატომ? რა სიძნელეები ახლავს სამკურნალო მცენარეების შეგროვებას?
  3. შინაარსობრივი კითხვები:მეტყველების რომელ ნაწილებს გამოიყენებთ სამკურნალო მცენარეების აღსაწერად? რა დონის ლექსიკური მარაგია საჭირო? მნიშვნელოვანია თუ არა სამკურნალო მცენარეების პოპულარიზაცია და რა დახმარებას გაგიწევთ ინგლისური ენის ცოდნა?

მესამე დღის რეფლექსია

დღეს მოვიძიეთ ჩვენი საგნობრივი სტანდარტი და ტრენერის დახმარებით ჩავსვით გეგმის შაბლონში.ვიმუშავეთ პროექტის მიზნებზე.ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება და ერთმანეთისთვის გაგზავნა .მივიღეთ საშინაო დავალება.

Thursday, May 12, 2016

სასწავლო მიზნები

   
  მოსწავლეები შეძლებენ:
1.თემისა და კვლევის გეგმის ჩამოყალიბებას.
2.ინგლისური ენის გამოყენებას და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას პროექტის მიმდინარეობისას.
3.ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტ საიტებიდან სამკურნალო მცენარეების შესახებ.
4.ელეკტრონული ენციკლოპედიის დამოუკიდებლად გამოყენებას.
5.ინფორმაციის გაანალიზებას,შეფასებას და ორგანიზებას    
     
   

Monday, May 9, 2016

დღევანდელი დღის თემა საინტერესო იყო. შევეცადე გამეაზრებინა საკითხები.

პროექტის იდეა

მრავალფეროვანია ბუნება.მეცნიერთა მიზანია შეისწავლონ ბუნება,გამოიკვლიონ და გამოიყენონ ადამიანთა სასარგებლოდ.
   მაღალმთიან სოფელ თეთრწყლებში მრავლადაა სამკურნალო მცენარეები.მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ცოდნა.ამ საკითხის საფუძვლიანად შესასწავლად ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას სამკურნალო მცენარეების შესახებ ინტერნეტის ინგლისურენოვანი საიტებიდან.ჩაატარებენ კვლევას.ასევე გამოკითხვას გამოცდილ ადამიანებთან.გააკეთებენ შედარებას,გაანალიზებენ ყველაფერს,გამართავენ დისკუსიას,იმსჯელებენ,გამოიტანენ დასკვნებს. ამ მასალებს წარმოადგენენ ვიზუალურად,დაამზადებენ ბროშურებს და მოაწყობენ პრეზენტაციას.